რომის პაპი აშშ-ში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე აშშ-ში ჩავიდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ჩარტერული რეისით მერილენდში, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე ჩაფრინდა. თვითმფრინავის ტრაპთან მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისი მეუღლე და სასულიერო პირები დახვდნენ.
ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაშო ჩავა. ასევე დაგეგმილია მისი გამოსვლა აშშ-ს კონგრესში.
შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე რომის პაპი კუბაში იმყოფებოდა, სადაც ის რაულ და ფიდელ კასტროებს შეხვდა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი აშშ-ს მოუწოდებს, კუბასთან ყველა დარჩენილი სადავო საკითხები მოაგვაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები