ფილიპინებზე „ბოევიკებმა“ სამი უცხოელი და ერთი ადგილობრივი გაიტაცეს
სამი უცხოელი, მათ შორის ორი კანადელი ტურისტი, ერთი ნორვეგიის მოქალაქე და ერთი ფილიპინელი ქალი „ბოევიკებმა“ გაიტაცეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ფილიპინების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, გამტაცებლებმა ოთხივე პირი მოტორიან ნავში ჩასვეს და ზღვაში მიიმალნენ.
ამჟამად გატაცებულებს ფილიპინების სანაპირო დაცვის და სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები ეძებენ. ფილიპინების სამხრეთ კუნძულებზე მოქმედებს ისლამისტური დაჯგუფება „აბუ საიაფი“, რომელიც უცხოელ ტურისტებს საკმაოდ ხშირად იტაცებს.