ამერიკული დაზვერვა – რუსეთმა სირიაში 28 საბრძოლო თვითმფრინავი განათავსა
რუსეთმა სირიის ლატაკიის პროვინციაშ 28 სამხედრო თვითმფრინავი განათავსა. საუბარია ავიაგამანადგურებლებსა და ბომბდამშენებზე. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს – პრესი“ სამთავრობო სტრუქტურებზე და ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. სააგენტოს ცნობით, ეს ფაქტობრივად სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ჩართვას ნიშნავს. თავის მხრივ, რუსეთი სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას უარყოფს.