თურქეთმა სირიელი ლტოლვილებისთვის საბერძნეთის საზღვარი ჩაკეტა
თურქმა მესაზღვრეებმა საბერძნეთის საზღვარი სირიელი ლტოლვილებისთვის ჩაკეტეს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლას ცდილობდნენ.
ლტოლვილები საზღვარზე არსებული პოლიციის კორდონის ძალით გარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ. მათთან შესახვედრად მისულმა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთი საზღვარს ვერ გახსნის, მას მხოლოდ შეუძლია ამ ხალხს საკვები და წყალი მიაწოდოს და ისინი უკან – ლტოლვილების ბანაკში დააბრუნონ. ამის საპასუხოდ ლტოლვილებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და პოლიციას ქვები დაუშინეს. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.
თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, ედირნეს პროვინციაში ამჟამად 30 ათასამდე სირიელი იმყოფება. კიდევ სამი ათასი სტამბოლშია და საბერძნეთის საზღვრისკენ წასვლას გეგმავს.
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ლტოლვილების ბანაკებში ამჟამად ორ მილიონამდე სირიელი იმყოფება.