თურქეთში ნაღმის აფეთქების შედეგად 13 სამხედრო დაიღუპა
თურქეთის შეიარაღებული ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაჯავშნული მანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა. გამოცემა Milliyet-ის ინფორმაციით, აფეთქება ქურთმა „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.
ტერაქტი ვანის პროვინციაში მოხდა. ნაღმი ტერორისტებმა დისტანციურად ააფეთქეს. აფეთქების შემდეგ მანქანა ამოტრიალდა. ამჟამად ტერორისტების დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.
თურქეთში „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკების“ თავდასხმების შედეგად ბოლო რადენიმე თვეში დაღუპულ პოლიციელთა და სამხედროთა რაოდენობამ უკვე 110-ს მიაღწია.