რუსეთში ნადეჟდა სავჩენკოს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

რუსეთის ქალაქ დონეცკში, უკრაინის საზღვართან ახლოს უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. რუსეთის ხელისუფლება სავჩენკოს ორი ჟურნალისტის დაღუპვაში ადანაშაულებს.
სასამართლო სხდომის დაწყებისას მოსამართლემ დაცვის მხარის რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი შუამდგომლობა ამ საქმის პროკურატურაში დაბრუნებას ითვალისწინებდა. უკრაინაში ნადეჟდა სავჩენკოს პოლიტპატიმარს უწოდებენ. კიევი რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის ტერიტორიიდან მის გატაცებაში ადანაშაულებს. უკრაინის ხელისუფლება სავჩენკოს სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები