კომპანია Apple ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს

კომპანია Apple 2019 წლისთვის საკუთარი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. კომპანია ამ პროექტზე უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს. „უოლ სტრიტ ჟურნალის“ ინფორმაციით, „ეფლკარის“ გამოშვებაზე ამჟამად 1 800 ადამიანი მუშაობს.
„ვაშლის იმპერია“ გეგმავს საავტომობილო ბაზარზე სხვა კომპანიებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას, პირველ რიგში – IT ტექნოლოგიების ხარჯზე. Apple-ის ავტომობილი გაუმჯობესებულ აკუმულატორს მიიღებს. ასევე ის აღჭურვილი იქნება პროგრამული საშუალებებით, რომლებიც სხვა ავტოებს არ გააჩნიათ.
ავტომობილის დიზაინზე ჯერჯერობით თითქმის არაფერია ცნობილი. თავდაპირველად ეს, სავარაუდოდ, მინივენი იქნება, ხოლო შემდეგ სხვა ტიპის მანქანებსაც გამოუშვებენ. ასევე კომპანია ისეთი ავტომობილის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მძღოლის გარეშე გადაადგილებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები