ლატვია რუსეთთან და ბელორუსიასთან საზღვარს გაამაგრებს
ევროკავშირის მომავალ სამიტზე, რომელიც 23 სექტემბერს გაიმართება, ლატვია-ბელორუსიის და ლატვია-რუსეთის საზღვრის გამაგრებაზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაიუმამ სააგენტო BNS-ს განუცხადა. მისი თქმით, თუ ბრიუსელი თანხებს გამოყოფს, ლატვია საზღვარზე შესაბამის დამცავ ინფრასტრუქტურას ააგებს და ვიდეოთვალთვალის კამერებს დააყენებს. ოფიციალური რიგის ინფორმაციით, ლატვია ამის გაკეთებას დამოუკიდებლად არ აპირებს. შესაბამისი ფინანსური დახმარების გამოყოფის თხოვნით რიგამ ბრიუსელს უკვე მიმართა.