ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირანის სამხედრო ობიექტი მოინახულა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფროსი იუკია ამანო ირანის სამხედრო ობიექტ პარჩინს ეწვია. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის მიმართაც როგორც სააგენტოს ინსპექტორებს, ასევე აშშ-ს დაზვერვას მრავალი შეკითხვა ჰქონდათ. კერძოდ, დასავლეთი ეჭვობდა, რომ პარჩინში ბირთვული იარაღის შექმნაზე ექსპერიმენტები მიმდინარეობდა.
ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტები უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ, დაადგინონ მიმდინარეობს თუ არა ამ ობიექტზე ურანის გამდიდრების ცდები. ირანი ამ ბრალდებებს უარყოფს. თეირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
იუკიო ამანოს ვიზიტს თეირანში დასავლელი დიპლომატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების რეალიზების საკითხში.