ამოუცნობმა თვითმფრინავმა ერაყის არმიის იარაღის საწყობი დაბომბა

სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა ერაყის პროვინცია სალაჰ-ედ-დინში ქვეყნის შეიარაღებული ძალების საწყობის დაბომბვის შედეგად. დაჭრილია 70 ადამიანი, რომელთა უმეტესობა, ერაყის არმიის ინფორმაციით, მშვიდობიანი პირია. ამჟამად ამ პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაიჯისთან სამთავრობო ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ხან ერთი, ხან მეორე მხარე ქალაქ ბაიჯისთან მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაკავებას ცდილობს. ამასთანავე, ერაყის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღებას ვერც სამთავრობო ძალები, ვერც ისლამისტები ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები