სტამბოლში ერდოღანის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა

 

სტამბოლში, Yenikapi-ს მოედანზე 100 ათასზე მეტი ადამიანი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდასაჭერად გამოვიდა. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.
აქციის მონაწილეებს პლაკატები ეჭირათ, რომლითაც ტერორიზმის წინააღმდეგ ერდოღანის ხისტი პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ.
ამასთანავე, ერდოღანის რეჟიმს სერიოზული მოწინააღმდეგეები და კრიტიკოსები ჰყავს, რომლებიც მას ქურთების წინააღმდეგ რადიკალური მოქმედებისთვის საბაბად ტერაქტების გამოყენებაში ადანაშაულებენ.
თურქეთში პირველ ნოემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინა არჩევნების შემდეგ მმართველმა – „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები