სალმონელით დაავადებული პროდუქტების რეალიზებისთვის სტიუარტ პარნელს 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ს ჯორჯიის შტატში მიწის თხილის მწარმოებელი კომპანიის ყოფილ მმართველს – სტიუარტ პარნელს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. სასამართლომ პარნელი დამნაშავედ ცნო 2009 წელს სალმონელის ეპიდემიის გავრცელებაში, რის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანად კი სალმონელით მაშინ 700-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. მარია ვილკერსონს, რომელიც ქარხანაში ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
Peanut Corporation of America-ს ქარხანაში საკვები პროდუქტების დაბინძურებამ აშშ-ს ისტორიაში სალმონელის ეპიდემიის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა გამოიწვია და ამას კომპანიის ლიკვიდაცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები