ვოლგოგრადში 12 წლის ბიჭი შადრევნის აუზში ბანაობის დროს დაიღუპა
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში 12 წლის ბიჭის დაღუპვის ფაქტს იძიებენ. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც მოსწავლეებმა შადრევნი ს აუზში ბანაობა გადაწყვიტეს.
ერთ-ერთი ბავშვი ე.წ. ტექნოლოგიური მილის გვერდით აღმოჩნდა, რომელსაც, როგორც გაირკვა, დამცავი ბადე არ ჰქონდა. როდესაც ტუმბო ჩაირთო, ბავშვი წყალმა ამ მილში შეითრია, რის შედეგად ის დაიხრჩო.
რამდენიმე მამაკაცი სკოლის მოსწავლისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მოსწავლის დაღუპვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. უკვე აღმოჩენილია მრავალი დარღვევა შადრევნის მშენებლობის პროცესში. მას ქალაქის დღისთვის დაჩქარებულ რეჟიმში აშენებდნენ. ამასთანავე, ობიექტის ჩაბარების არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს.