კოლუმბია და ვენესუელა საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ

კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი და ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო ეკვადორში გამართულ სამიტზე ორ ქვეყანას შორის საზღვრის ეტაპობრივ გახსნაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ელჩების დაბრუნება გადაწყვიტეს, რომლებიც საზღვარზე არსებული რთული სიტუაციის გამო გაწვეულები იყვნენ.
მიმდინარე წლის აგვისტოში მადურომ ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა ვენესუელელ სამხედროებზე კონტრაბანდისტების თავდასხმის გამო.
მრავალი წლის განმავლობაში კონტრაბანდისტები იაფფასიან ვენესუელურ საქონელს და საწვავს ყიდულობდნენ და შემდეგ უკანონო გზით ის კოლუმბიაში გადაჰქონდათ, სადაც მაღალ ფასად ყიდდნენ.
კარაკასში აცხადებდნენ, რომ კონტრაბანდის შედეგად ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სურსათის დეფიციტი შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები