ირანული მედია – დუბაის მმართველის შვილი დაბომბვისას დაიღუპა
დუბაის მმართველის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის შვილი რაშიდი გულის შეტევით არ გარდაცვლილა, ის იემენში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა. ასეთი ვერსია გამოთქვა ირანულმა სააგენტო „ფარსმა“. ამ ინფორმაციის მიხედვით შეიხი რაშიდი და კიდევ რამდენიმე სამხედრო იემენის მარიბის პროვინციაშ საარტილერიო დაბომბვის დროს დაიღუპნენ.
არაბეთის საემიროების ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დუბაის მმართველის შვილი გულის შეტევით 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შეიხის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია იემენში სამთავრობო ძალების მასობრივი შეტევის დაწყებას დაემთხვა. ოპერაცია სწორედ იმ პროვინციაში მიმდინარეობს, რომელიც ირანულ სააგენტოს მოჰყავს. ეს ოპერაცია არაბული კოალიციის ძალების მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის რაოდენობა 10 ათას სამხედროს შედგენს. კაოლიცია სახმელეთო ოპერაციაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ხუსიტების მიერ საფერში ავიაბაზის დაბომბვის დროს ათობით ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის 46 სამხედრო არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი იყო.