ლექსის ციპრასი საბერძნეთის პრემიერის პოსტს უბრუნდება

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპულოსმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის – „სირიზას“ ლიდერს ალექსის ციპრასს მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „სირიზას“ და მის პარტნიორ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას – „დამოუკიდებელ ბერძნებს“ პარლამენტში 155 მანდატი ექნებათ, რაც მთავრობას ფორმირების საშუალებას აძლევს.
ციპრასის პარტიის შტაბ-ბინის ინფორმაციით, მას გამარჯვება უკვე მიულოცეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ავსტრიის კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა და ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ალექსის ციპრასის პარტია „სირიზამ“ საბერძნეთის რიგგარეშე არჩევნებში ხმების 35,54% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები