ნიგერიაში აფეთქებების სერიის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებების სერიის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაიჭრა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტერაქტი, სავარაუდოდ, „ბოკო-ჰარამის“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. მათ ქალაქ მაიდუგურის ტურისტული ცენტრის შენობაში რამდენიმე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს. აფეთქებები აჯილარის მეჩეთშიც მოხდა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკებმა“ 800-ზე მეტი ადამიანი დახოცეს. ბორნოს შტატში, სადაც ქალაქი მაიდუგური მდებარეობს, ისლამისტების თავდასხმები რეგულარულად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები