უკრაინის უმაღლეს რადაში პროსტიტუციის ლეგალიზების კანონპროექტი დაარეგისტრირეს
„პროსტიტუციის და სექსდაწესებულებების მუშაობის რეგულირების შესახებ“ კანონპროექტი უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატმა ანდრეი ნემიროვსკიმ დაარეგისტრირა.
„პროსტიტუცია ცივილიზებულ სახელმწიფო რეგულირებას, მეძავეთა სოციალურ გარანტიებს საჭიროებს. ამ ბიზნესის ლეგალიზება ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მოუტანს. სახელმწიფო რეგულირების არარსებობა კი ადამიანიებით ვაჭრობას და სექსბიზნესში არასრულწლოვანების ჩართვას იწვევს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, პროსტიტუციის სფეროში გაურკვეველი მდგომარეობის გამო ის კრიმინალური ბიზნესის შემადგენელი ნაწილი ხდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში პროსტიტუციისგან გადასახადები არ შედის.