სოციალური ქსელი „ვკონტაკტე“ რუსეთში აკრძალული ვებგვერდების კატეგორიაში მოხვდა

„როსკომნადზორის“ გადაწყვეტილებით, სოციალური ქსელი „ვკონტაკტე“ აკრძალული ვებგვერდების კატეგორიაში მოხვდა. ამის მიზეზი სოციალური ქსელის ხუთი ჯგუფი გახდა, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთი ჯგუფი – „ბავშვები 404“ არასრულწლოვანების არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას ეწეოდა.
ამ კონტენტის წასაშლელად სოციალურ ქსელს სამი დღე-ღამე მისცეს. ვინაიდან „ვკონტაკტეს“ ცალკეული გვერდების დაბლოკვა შეუძლებელია, „როსკომნადზორმა“ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება საიტი მთლიანად დაბლოკოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები