სომხეთი დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
სომხეთში დღეს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1991 წლის 21 სექტემბერს, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირიდან გასვლის და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების შესახებ.
ამ დღესთან დაკავშირებით სომხეთში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება. 21 სექტემბერი უქმე დღეა.
წინა დღეს ოპერისა და ბალეტის ნაციონალური თეატრის შენობამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გრანდიოზულ კონცერტს Jazz Parking-ს უმასპინძლა.
სამხედრო აღლუმი წელს სომხეთში არ გაიმართება.