აშშ ესტონეთში А-10 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს განათავსებს
ამერიკის შეერთებული შტატები ესტონეთში, ემარის ავიაბაზაზე А-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს განათავსებს. ამის შესახებ ესტონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა იააკ ტარიენმა განაცხადა.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკა ევროპაში 12 მოიერიშე А-10-ის ტიპის თვითმფრინავის განთავსებას გეგმავს, მაგრამ დისლოკაციის ზუსტი ადგილი უცნობი იყო.
ამის პარალელურად, 22 სექტემბერს ესტონეთში აშშ-სთან ერთობლივი წვრთნები დაიწყება, რომლებშიც 12 სამხედრო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები ესტონეთის საზღვართან და, ზოგადად, ბალტიის ზღვის რეგიონში ძალზე გააქტიურებულია.