ვენესუელა რუსეთისგან 12 ავიაგამანადგურებელს შეიძენს
ვენესუელა რუსეთისგან 12 ერთეულ „სუ“-ს ტიპის ავიაგამანადგურებელს შეიძენს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. პრეზიდენტმა ამის შესახებ ავიაბაზაზე ისაუბრა, სადაც 17 სექტემბერს დაღუპული ორი პილოტის ხსოვნას პატივი მიაგო.
შეგახსენებთ, ოთხი დღის წინ კოლუმბიის საზღვართან ვენესუელის შეიარაღებული ძალების „სუ-30“-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზები უცნობია.
„მე გავესაუბრები პრეზიდენტ პუტინს და მას ვთხოვ 12 ახალი ავიაგამანადგურებლის გამოგზავნას. ჩვენ მათი მეშვეობით ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მადურომ.
მისი ინფორმაციით, ვენესუელა შეიარაღების შეძენას ჩინეთშიც აპირებს.