ჩე გევარას შვილი რომის პაპის ვიზიტს „ბოიკოტს“ უცხადებს
ქვეყნის მოსახლეობისადმი კუბის კომპარტიის მოწოდებას რომის პაპთან შეხვედრის თაობაზე ცნობილი რევოლუციონერის ჩე გევარას შვილი – ალეიდა გევარა „ორპირობას“ უწოდებს. მისი თქმით, ის რომის პაპის ქაგადებაზე წასვლას არ აპირებს, მით უმეტეს იმ მოედანზე, სადაც მამამისის სურათია გამოფენილი, რომელიც „იყო და არის კუბის სიმბოლო“.
რომის პაპის ვიზიტი კუბაზე 19 სექტემბერს დაიწყო. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, რომელიც აშშ-სა და კუბას შორის საიდუმლო მოლაპარაკების შუამავალი იყო, მოუწოდა ვაშინგტონს და ჰავანას, გააგრძელონ ურთიერთობების ნორმალიზება და ამით „მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდნენ“.