რუსეთში ცხრა წლის გოგო მოკლეს
რუსეთში, პრიმორიეს მხარის სოფელ ლაზოში რამდენიმე დღის წინ დაკარგული მესამე კლასის მოსწავლის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამმართველოს ინფორმაციით, ბავშვი სკოლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში აღმოაჩინეს და მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ცხედრის დაწვა სცადა.
გოგონას ძებნის ოპერაცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრიმორიეს მხარის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა.