საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ალექსის ციპრასის პარტია ლიდერობს
საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალექსის ციპრასის პარტია „სირიზა“ ლიდერობს. ეგზიტპოლების პირველადი მონაცემების თანახმად, “სირიზა” ამ დროისთვის ხმათა 32 პროცენტით იმარჯვებს, 29,6 პროცენტი მოიპოვა პარტიამ „ახალი დემოკრატია“, ულტრამემარჯვენე პარტიამ “ოქროს აისი” 6,8 პროცენტი დააგროვა, საბერძნეთის კომუნისტურმა პარტიამ კი – 6,5 პროცენტი.
3,1 პროცენტით “სირიზას” გამოყოფილი დეპუტატების შექმნილი პარტია “სახალხო ერთობა”იკავებს. არჩევნებში ეგზიტპოლი სამ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი დილის 11:00 საათისთვის დასრულდა, მეორე – 15:00 და მესამე – 18:00 საათისთვის.