თურქეთის პრემიერ-მინისტრი დევნილებს საზღვრის დატოვებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ანკარაში სირიელი ლტოლვილების წარმომადგენელს შეხვდა. აჰმედ დავითოღლუმ მიგრანტებს, რომლებიც ქალაქ ედირნესთან დაბანაკდნენ, მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამართალდამცავებთან წინააღმდეგობის გაწევა და დატოვონ თურქეთ-საბერძნეთის სასაზღვრო ზონა. თავად მიგრანტები ითხოვენ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მათ ნება დართოს, რათა თურქეთის სახმელეთო საზღვრის ტერიტორიის გადაკვეთით საბერძნეთში გადავიდნენ.
ტელეკომპანია EURONEWS-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება მათ დახმარებას და თურქეთში დარჩენას სთავაზობს.
„ამ შეხვედრის შემდეგ, მე შევხვდები ევროპის ქვეყნების ლიდერებს და გადავცემ ინფორმაციას იმ დიდი პრობლემების შესახებ, რომლებიც სირიელ ლტოლვილებს აქვთ. მე ასევე მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაეხმარონ ისინი სირიელ მიგრანტებს“, – განაცხადა დავითოღლუმ.
ამასთან, 1500 დევნილი ამ დრომდე სტამბოლის ცენტრალურ ავტოსადგურში იმყოფება. ხელისუფლებამ სამგზავრო ავტობუსების კომპანიებს აუკრძალა ბილეთების იმ მიგრანტებზე გაყიდვა, რომელთაც გამგზავრება ედირნესკენ სურთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში თურქეთმა 2 მილიონზე მეტი სირიელი დევნილი შეიფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები