საბერძნეთის კუნძულთან ჩაძირული გემიდან დაკარგულ მიგრანტებს ეძებენ
საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახური კუნძულ ლესბოსთან დღეს ჩაძირული გემიდან დაკარგული 26 მიგრანტს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ჩაძირულ გემში 46 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 20-ის გადარჩენა უკვე მოხერხდა. მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.