თურქეთის საჰაერო ძალების შეტევის შედეგად 90 „ბოევიკია“ განადგურებული

90-ზე მეტი ქურთი „ბოევიკი“ დაიღუპა თურქეთში და ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციებზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად. ამის შესახებ გაზეთი Sabah იუწყება.
განადგურებულია ქურთთა მუშათა პარტიის იარაღის და ტყვიაწამლის საწყობები. ავიაიერიში ქურთების მიერ თურქი პოლიციელებისა და სამხედროების წინააღმდეგ ბოლო დღეებში მიწყობილი ტერაქტების საპასუხოდ განხორციელდა.
ბოლო დღეების განმავლობაში ქურთმა ბოევიკებმა თურქეთის უშიშროების ძალების 110 წარმომადგენელი დახოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები