კორუფციის პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ვაშინგტონმა კიევს შესაძლოა დახმარება შეუწყვიტოს
უკრაინამ შესაძლოა ვაშინგტონის დახმარება ვეღარ მიიღოს, თუ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები არ მოგვარდა. ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კარპენტერის ინფორმაციით, ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა. მიმდინარე წლის აპრილში, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების მხარდასაჭერად აშშ უკრაინას ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა 50 მილიონი დოლარის ოდენობით. ასევე Washington Times-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი კიევის თავდაცვის სფეროსთვის 19 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.