ისლამისტებმა იდლიბის პროვინციაში დაკავებულ ავიაბაზაზე 56 სირიელი ჯარისკაცი დახვრიტეს
ისლამისტებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო აეროდრომი დაიკავეს, სამთავრობო ძალების 56 სამხედრო მომსამხურე დახოცეს. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება.
„ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ აბუ-ალ-დუჰურის სამხედრო ავიაბაზაზე, რომელიც ისლამისტებმა დაიკავეს, მათ სირიის შეიარაღებული ძალების სამხედროები დახოცეს“ – განაცხადა სირიელმა უფლედამცველმა რაბი აბდულრაჰმანმა სირიაში სამოქალაქო ომი მეხუთე წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემებით, 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.