აშშ-ს მინისტრად არმიის საკითხებში შესაძლოა, ჰომოსექსუალი დაინიშნოს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველად ამ უწყების ისტორიაში არმიის საკითხებში მინისტრად შეიძლება ჰომოსექსუალი დანიშნოს. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post იუწყება. ამ პოსტზე შეიძლება ერიკ ფენინგი დაინიშნოს, რომელიც თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს. ეს დანიშვნა შეიძლება გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ფედერალურ დონეზე ლგბტ საზოგადოების წევრების უფლებების გაფართოების ერთ-ერთი ნაწილი. ფენინგის კანდიდატურა სენატმაც უნდა დაამტკიცოს. ის 25 წლის განმავლობაში კონგრესში და პენტაგონში თავდაცვის და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტის პოსტს იკავებდა. ბარაკ ობამას თქმით, „ერიკ ფენინგს გააჩნია მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ლიდერის თვისებები, რის შედეგად ის ამ თანამდებობისთვის იდეალური კანდიდატია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები