ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
კოლუმბიის საზღვრის სიახლოვეს ვენესუელის სამხედრო – საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავის შესაჩერებლად აფრინდა, რომელმაც ვენესუელის საჰაერო სივრცე დაარღვია. კატასტროფის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა.
როგორც ვენესუელის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ვლადიმერ პადრინო ლოპესმა განაცხადა, თვითმფრინავის დაცემის რაიონში ნარკოტიკების კონტარბანდის გზა გადის. მისი ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.