„სომხეთის ელექტროქსელები“ შესაძლოა, სამველ კარაპეტიანმა შეიძინოს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კომპანია „სომხეთის ელექტროქსელები“ შესაძლოა, რუსეთში მცხოვრებმა სომეხმა მილიარდერმა სამველ კარაპეტიანმა შეიძინოს. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ წერს.
„სომხეთის ელექტროქსელები“, რომლის 100%-ს კომპანია „ინტერ – რაო“ ფლობს, მთავრობისგან დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეიძლება მიმდინარე წლის ბოლომდე გაიყიდოს.
გამოცემის ინფორმაციით, „ინტერ რაო“-მ, დენის ტარიფის ზრდის წინააღმდეგ გამართული აქციების გამო, „სომხეთის ელექტროქსელების“ გაყიდვა 2015 წლის ივნისში გადაწყვიტა. დენის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისს მიიღო. ამას ერევნის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
სამველ კარაპეტიანის კომპანია „ტაშირი“ რუსეთში უძრავი ქონების და საცხოვრებელი სახლების ბიზნესით არის დაკავებული. 2015 წელს მისმა მოგებამ 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები