სამხრეთ სუდანში ბენზინის ცისტერნის აფეთქების შედეგად 182 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანში ბენზინის ცისტერნის აფეთქების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ბენზინმზიდი ქვეყნის დასავლეთით მიდიოდა. ავტომობილი თავდაპირველად გზიდან გადავიდა, ხოლო შემდეგ ამობრუნდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ამობრუნებული ცისტერნიდან საწვავის გადამოსხმას ცდილობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება შეიძლება სიგარეტის ნამწვავს გამოეწვია. მსგავსი შემთხვევები აფრიკის ქვეყნებში საკმაოდ ხშირად ხდება. 2013 წელს უგანდაში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. მაშინაც მოსახლეობა მანქანის ცისტერნიდან საწვავის ამოტუმბვას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები