ბრიუსელმა შესაძლოა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირში შესვლაზე აკრძალვა მოუხსნას
ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირმა შესაძლოა, მის ტერიტორიაზე შესვლაზე აკრძალვა მოუხსნას. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბელორუსიის ლიდერის წინააღმდეგ სანქციების შესუსტების გადაწყვეტილება ბრიუსელში შეიძლება რამდენიმე დღეში იყოს მიღებული.
ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოფიციალური ბრიუსელის პასუხი მინსკის მიერ ექვსი პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე. ასევე დადებით გადაწყვეტილებას ხელს უწყობს მინსკის როლი უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩმა მინსკში ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ განაცხადა. აშშ-მ ბელორუსი ოპოზიციონერების გათავისუფლებას ასევე მხარი დაუჭირა.