კრემლი უარყოფს ინფორმაციას სირიაში საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედროების გაგზავნის შესახებ

კრემლს არ გააჩნია ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირთა მიერ პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში შესაბამისი განაცხადის გაგზავნის შესახებ.
„ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან ჩვენთან ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა. თუ საბჭოს მიმართავენ, ყველა ასეთი განაცხადი განხილული იქნება“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე რუსულ მედიაში სტატია გავრცელდა სახელწოდებით: „ვფიქრობდით, რომ დონბასში, აღმოჩნდა, რომ სირიაში“, – რომელიც ნოვოროსიისკიდან სირიაში რუსი სამხედროების გაგზავნას ეხებოდა. გამოცემა „გაზეტა.რუ“ წერს, რომ მოსკოვი ნოვოროსიისკის სამხედრო პორტიდან სამხედროებს და ტექნიკას სირიაში აგზავნის.
გამოცემამ დაადგინა, რომ რამდენიმე სამხედრომ ამ მივლინებაში წასვლაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ მათ აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში 20 ყველაზე პერსპექტიული სამხედრო შეკრიბეს და ისინი ნოვოროსიისკში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი მათ განუცხადეს, რომ „ერთ-ერთ ცხელ ქვეყანაში“ გააგზავნიან. შემდეგ კი გენერალური შტაბის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ამ ქვედანაყოფს სირიაში გაგზავნას უპირებენ.
რამდენიმე სამხედრომ სირიაში წასვლაზე უარი განაცხადა. მათ საბაბად მრავალრიცხოვანი დარღვევა და წერილობითი ბრძანების არარსებობა მოიყვანეს. მას შემდეგ, რაც სამხედრო პროკურატურამ ამ განცხადების განხილვაზე უარი განაცხადა, საკონტრაქტო სამსახურში მყოფმა პირებმა წერილი ადამიანის უფლებათა საბჭოში გააგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები