ავღანეთში ტერაქტს 4 პოლიციელი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს მომხდარ ტერორისტულ შეტევას პოლიციის 4 თანამშრომელი შეეწირა და 40-ზე მეტმა ადამიანმა ჭრილობა მიიღო.
სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ადგილობრივი პოლიციის შენობას დანაღმული ავტომობილით შეეჯახა. აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა, ასევე დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც. ტერაქტის შედეგად დაშავებულები, მათ შორის შვიდი ქალი და ოთხი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები