პაკისტანში ავიაბაზაზე თავდასხმისას 13 „ბოევიკი“ დახოცეს

პაკისტანის ქალაქ პეშავარში ავიაბაზაზე თავდასხმის დროს 13 „ბოევიკია“ განადგურებული. ამის შესახებ ადგილობრივ სამხედრო უწყებათშორის პრესსამსახურში განაცხადეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ორმხრივი სროლის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა და 10 დაიჭრა. ამჟამად ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაცია გრძელდება.
პეშავართან ახლოს მდებარე სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა პარასკევს დილით მოხდა. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანის „თალიბანმა“ აიღო.
2014 წელს პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა „ალ-ქაიდას“, „თალიბანის“ და კიდევ რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში დღემდე 2 800 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები