აშშ-ს კომპანიებს კუბის ფირმებთან ერთობლივი კომპანიების შექმნის უფლება მისცეს
აშშ-ს ხელისუფლება უახლოეს მომავალში ამერიკულ კომპანიებს კუბის ფირმებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის, ასევე კუბაში შვილობილი კომერციული სტრუქტურების დაარსების უფლებას მისცემს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
აშშ-ს ხელისუფლება გეგმავს კუბაში ამერიკის მოქალაქეების ჩასვლაზე შეზღუდვების მოხსნასაც და ორ ქვეყანას შორის საზღვაო მიმოსვლაზე ლიცენზიების გაცემას.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ასევე იუწყება, რომ აშშ-მ და კუბამ მიმდინარე წლის ბოლომდე პირდაპირი საფოსტო მიმოსვლა და რეგულარული ავიარეისები უნდა აღადგინოს. ვაშინგტონი ასე ჰავანასთან ურთიერთობების ნორმალიზების დაჩქარებას აპირებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობები 20 ივლისს აღადგინეს.