მოსკოვთან ახლოს დიმა ბილანის სახლი გაქურდეს
პოლიცია ცნობილი რუსი პოპმომღერლის დიმა ბილანის სახლში მომხდარ ქურდობის ფაქტს იძიებს. მოსკოვის პოლიციის ინფორმაციით, ბილანის სახლი მოსკოვთან ახლოს მდებარე სოფელ რასსკაზოვკაში გაქურდეს.
ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა სახლის პატრონი და დარაჯი დაჰკითხეს, შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, ასევე თითის ანაბეჭდები აიღეს.
ამ დროისთვის დანაშაულის დეტალების და მოპარული ნივთების სია დგინდება. ამჟამად ქურდობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი განიხილება.