სერბეთ-ხორვატიის საზღვარზე პოლიციასთან შეტაკების დროს ერთი ლტოლვილი დაიღუპა

სერბეთ-ხორვატიის საზღვარზე პოლიციასთან შეტაკების შედეგად ერთი ლტოლვილი დაიღუპა. ამის შესახებ უნგრული მედია იუწყება. რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, ზოგიერთს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც მიგრანტებმა, რომლებსაც სპეციალურ მატარებელში ადგილი არ ეყოთ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საზღვარი გადაკვეთეს.
ხორვატიის ტერიტორიაზე გადასული ათასობის ლტოლვილი კი ქალაქ ტოვარნიკში იმყოფება. ეს ადამიანები მატარებლებსა და ავტობუსებს ელოდებიან, რომლებმაც ისინი ზაგრებში უნდა გადაიყვანონ. თუმცა ზოგიერთი ტრანსპორტს არ ელოდება და რკინიგზის ლიანდაგზე ფეხით მიდის.
მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაცია ევროპაში ბოლო რამდენიმე დღეში განსაკუთრებით გამწვავდა. 15 სექტემბრიდან უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი მიგრაციული კანონმდებლობა, რომლის მიხედვით საზღვარზე კონტროლი მკაცრდება და მის უკანონო გადაკვეთაზე 3 -წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები