მატარებლის შეჯახებამდე მოსწავლეებმა ავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს

გერმანიაში ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი ავტობუსს შეეჯახა, რომელიც სარკინიგზო გადასასვლელზე იყო გაჭედილი. ავარია ჰამბურგის სიახლოვეს მოხდა.
ავტობუსში 60 მოსწავლე იმყოფებოდა, არავინ დაშავებულა. ტრაგედიის თავიდან აცილება მძღოლის ოპერტიული მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი. მან მატარებლის მოახლოება დაინახა და მოსწავლეები ავტობუსიდან გადმოსხა.
შეჯახების შედეგად უმნიშვნელო ტრავმები მხოლოდ მატარებლის ერთმა მგზავრმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები