ლიბიის სანაპიროსთან ისლამისტებმა რუსული ტანკერი დააკავეს

ლიბიის სანაპიროსთან ისლამისტებმა რუსული ტანკერი “მექანიკოსი ჩებოტარიოვი“ დააკავეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტანკერი გატაცებულია.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტანკერი მალტიდან ლიბიაში, აზ-ზავიის პორტის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც ის ლიბიის სამხედრო ხომალდმა გააჩერა.
ლიბიელი სამხედროები ბორტზე ავიდნენ, მათ ტანკერის ეკიპაჟის ორი წევრი სამხედრო ხომალდზე გადასვეს და ეკიპაჟს უბრძანეს მათ გაჰყოლოდა. სწორედ ამ დროს კაპიტანმა ტანკერის მფლობელ კომპანიას ამ ინციდენტის შესახებ შეატყობინა. ამის შემდეგ ტანკერი ტრიპოლის პორტში მიიყვანეს, სადაც ეკიპაჟს საბუთები და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. კომპანიას არა აქვს ინფორმაცია ეკიპაჟის დაკავების მიზეზების შესახებ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ დაპატიმრებით ემუქრებიან. ტრიპოლს ამჟამად პროისლამისტური ერთიანი ნაციონალური კონგრესი აკონტროლებს, რომელიც მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები