იერუსალიმში, ალ-აქსის მეჩეთთან, პალესტინელებს და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

რამდენიმე დღეა იერუსალიმში, ალ-აქსის მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. გაზეთ Jerusalem Post-ის ინფორმაციით, არეულობის მონაწილეებმა მეჩეთის შიგნით ბარიკადები ააგეს და პოლიციელებს ქვებს და თვითნაკეთ ყუმბარებს ესროდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
ალ-აქსის მეჩეთი არის წმინდა ადგილი როგორც მუსულმანებისთვის, ასევე იუდეველებისთვის. შეტაკებები ებრაელების ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იაალონმა ორი მუსულმანური დაჯგუფების აკრძალვას მოაწერა ხელი, რომლებიც მეჩეთში ებრაელების შესვლის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
თავის მხრივ, პალესტინელების მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო მეჩეთში ებრაელი სამართალდამცველები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეცვივდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები