ცხოველების წამებისთვის ამერიკაში მამაკაცს 55 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლომ ცხოველების წამებისთვის მამაკაცს 55 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც სასამართლოს დასკვნაშია მითითებული, წარმოშობით პოლონელი რადოსლავ არტური 11 ცხოველის წამებისთვის გასამართლდა და თითოეულ ამ ფაქტზე მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ჯამში, ამან 55 წელი შეადგინა.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ბოსტონის სიახლოვეს მოხდა. იქ იპოვეს ლეკვი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ამის გამო ძაღლის დაძინება გახდა აუცილებელი. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცი ლეკვს თავს დაესხა და მას მრავლობითი ჭრილობა და დაზიანება მიაყენა. როგორც სასამართლოს დასკვნაშია მითითებული, ამისთვის რადოსლავ არტურმა „შუა საუკუნეების წამების მეთოდები გამოიყენა“.
სასამართლო პროცესის პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქციები გაიმართა. შეკრებილები ცხოველების წამების დაუშვებლობაზე საუბრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები