უნგრეთის პოლიციამ საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

უნგრეთის პოლიციამ სერბეთის საზღვარზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ლტოლვილების წინააღმდეგ, რომლებიც სასაზღვრო კორდონების გარღვევას ცდილობდნენ. მიგრანტები კი სამართალდამცველებს ქვებს და ჯოხებს ესვრიან.
უნგრეთის და სერბეთის საზღვარზე მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება. მიგრანტების ნაკადის გამო ბუდაპეშტი იძულებული იყო, მიგრაციული კანონები გაემკაცრებინა. ამის გამო სერბეთის ტერიტორიაზე ათასობით ლტოლვილია შეკრებილი, ევროპელი პოლიტიკოსები უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ხოლო ლტოლვილები იძულებულები არიან, ალტერნატიული მარშრუტები ეძებონ. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მიგრანტებს კორიდორი მისცა, ხორვატიაა. იქ ამ დროისთვის 300 მიგრანტია ჩასული.
მიგრანტების უმეტესობის მიზანი გერმანიაა. სწორედ იმ ქვეყანაში სურთ მათ ლტოლვილის სტატუსის, ასევე საცხოვრებელი ადგილის და შემწეობის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები