აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში 14 წლის მოზარდი მიიწვია, რომელიც პოლიციას ტერორისტი ეგონა
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სტუმრად 14 წლის მოზარდი აჰმედ მოჰამედი მიიწვია, რომელიც ტეხასის შტატის პოლიციამ დააკავა. აჰმედი თვითნაკეთი ბომბის დამზადებაში იყო ეჭვმიტანილი.
„მაგარი საათია, აჰმედ, თუ გინდა, შეგიძლია ის თეთრ სახლში მოიტანო. ჩვენ რაც შეიძლება ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვჭირდება. სწორედ ამის გამო არის ამერიკა დიდი ქვეყანა“, – დაწერა ობამამ „ტვიტერის“ გვერდზე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 14 წლის აჰმედ მოჰამედი ტეხასის შტატში დააკავეს იმის გამო, რომ მან სკოლაში საკუთარი ხელით დამზადებული საათი მიიტანა, რომელიც თვითნაკეთი ბომბი ეგონათ. როგორც აჰმედ მოჰამედმა ამერიკულ მედიას განუცხადა, მან საათი სკოლაში იმისთვის მიიტანა, რომ საინჟინრო საქმის მასწავლებლისთვის ეჩვენებინა. სწორედ ამ დროს მეორე მასწავლებელმა პოლიცია გამოიძახა.