ჩილეში მომხდარ მიწისძვრას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეში მომხდარი 8,3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მიწისძვრამ ცუნამიც გამოიწვია.
მიწისქვეშა ბიძგებმა ხიდების და ესტაკადების ნგრევა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაზე ძლიერი დაზიანება ქალაქ ილაპელში დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქ სანტიაგოდან 280 კილომეტრში მდებარეობს. სტიქიის შემდეგ ქალაქში შუქი ჩაქრა, მოსახლეობაში პანიკა იყო. მიწისქვეშა ბიძგები ბრაზილიასა და არგენტინაშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში ჩილეს სანაპიროს  თავს ცუნამი დაატყდა. მისი სიმაღლე სამიდან ოთხნახევარ მეტრამდე შეადგენდა.
ცუნამის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მილიონობით ჩილელმა ღამე ქუჩაში გაატარა. პირველ ბიძგებს რამდენიმე უფრო სუსტი, ე.წ. აფთერშოკიც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები