სოზარ სუბარი ქვემო ქართლში სოფელ სამღერეთის საშუალო სკოლას ესტუმრა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ქვემო ქართლში სოფელ სამღერეთის საშუალო სკოლას ესტუმრა.
მინისტრმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
სამღერეთის საშუალო სკოლას 89 მოსწავლე ჰყავს, საიდანაც 75 ეკომიგრანტია. სოფელ სამღერეთში სულ 100 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს.
2015 წლის 28 აპრილს სოფელ სამღერეთში გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სპორტული დარბაზით, სამედიცინო კაბინეტით, სპეცკლასებით, ასევე ახალი სასკოლო ინვენტარით.
სკოლას 29 პედაგოგიდან 5 სერტიფიცირებული ჰყავს, ამათგან ორმა პედაგოგმა მოიპოვა ორი საგნის სერტიფიკატი და სწორედ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლას ჰყავს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, კერძოდ, ბიოლოგიაში ორგზის გამარჯვებული მოსწავლე ნიკა ირემაძე, ასევე სკოლას მნიშვნელოვანი წარმატებები და მიღწევები აქვს სხვადასხვა კონკურსში.