გიგლა აგულაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მინისტრთან და უნივერსიტეტის რექტორთან ზურაბ ვადაჭკორიასთან ერთად, სტუდენტებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიმართეს.
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ეკოსაგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობენ.
ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში გაივლიან სტაჟირებას.
სტუმრებისთვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა კონცერტი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები